|
2023-01-09 18:01:29, 882 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი კასიანოვს - რასაც იგი დახმარებას ეძახის საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ
“კასიანოვის განცხადება ჯერ ერთი, არაადეკვატურია, საერთოდ ვითარებაზე რომელიც 2008-ში იყო. მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში და საერთოდ, რასაც იგი დახმარებას ეძახის საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ...”, - ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ანდრია კასიანოვს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოს 2008 წლის ომში გადაცემულ საზენიტო-სარაკეტო “ბუკის” სისტემების უკან დაბრუნებას სთხოვს. “კასიანოვის განცხადება ჯერ ერთი, არაადეკვატურია, საერთოდ ვითარებაზე რომელიც 2008-ში იყო. მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში და საერთოდ, რასაც იგი დახმარებას ეძახის საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ... რაც შეეხება განცხადების არაადეკვატურობას, რა საკვირველია, ეს ახასიათებს ზოგიერთ ჩინოსნებს, მაგრამ მე ვფიქრობ, კასიანოვი თავადაც არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით... არა მარტო იარაღის გადაცემაზე არამედ მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე იყო მოთხოვნა და თვითმფრინავებიც კი გამოაგზავნეს, ჩარტერული რეისები უკრაინიდან და ამას არ დავთანხმდით, ვინაიდან ეს ომში ჩართვის ტოლფასი იქნებოდა. ამ თემაზე არის ლაპარაკი და ამიტომ ვამბობთ, რომ მეორე ფრონტის გახსნა და საერთოდ საომარ მოქმედებებში საქართველოს ჩართვა ეს ის ინტერესია, რომელსაც დღემდე დაუმალავად, დაუფარავად აცხადებენ ზოგიერთი უკრაინელი ჩინოსნები, მაგრამ რაც შეეხება იმ ილუზიის შექმნას, რომ ვიღაცამ უფასოდ რაღაც გადმოგვცა, რასაც კასიანოვი აღნიშნავს, ეს სხვა თემაა და მის არაადეკვატურობაზე მიუთითებს.”, - განაცხადა ვოლსკიმ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)