18:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-06 11:50:38, 1636 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - წელს უკრაინა მოკავშირეებისგან მიიღებს იმ იარაღს, რომლის მიღებაც 2022 წელს ვერ მოხერხდა

წელს უკრაინა მოკავშირეებისგან მიიღებს იმ იარაღს, რომლის მიღებაც 2022 წელს ვერ მოხერხდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულება ამბობს, რომ 2023 წლის პირველი კვირა სწორედ აღნიშნულის დასტურია.

"ბორბლიანი ტანკები და ჯავშანტექნიკა საფრანგეთიდან, Bradley-სა და Marder-ის ჯავშანტრანპორტიორები აშშ-დან და გერმანიიდან, დამატებითი გერმანული Patriot-ის ბატარეა, საბრძოლო მასალა და მრავალი სხვა. ასევე, დაელოდეთ აშშ-ს ახალი პაკეტი გამოცხადებას", - წერს კულება სოციალურ ქსელში.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე კვირაში „ნამდვილ დიპლომატიურ მარათონს“ მართავს და რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან მოლაპარაკებებს ყოველდღიურად აწარმოებს.

„იარაღის მიწოდების შესახებ გარკვეული გადაწყვეტილება მიიღება უშუალოდ საუბრის დროს. ზოგიერთი მიიღება მათი შედეგების მიხედვით. პრეზიდენტის იდეა იყო, რომ დიპლომატიური ახალი წელი დაუყოვნებლივ, ინტენსიურად და რაც შეიძლება არსებითად დაეწყო და ეს სამუშაო იძლევა კონკრეტულ შედეგებს“, - განაცხადა კულებამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics