04:33 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-29 11:23:04, 840 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ „აგრო ბუღალტერიის პროგრამაში“ მონაწილეობა ოცმა კომპანიამ მიიღო

"საქართველოს ბანკი" აგრობიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.  „აგრო ბუღალტერიის პროგრამაში“ მონაწილეობა უკვე ოცმა კომპანიამ მიიღო, რომელიც პროგრამაში ჩართულ ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, სამი თვის განმავლობაში მაღალკვალიფიციური საბუღალატრო კომპანიის Nexia TA-ს მომსახურება  სრულიად უფასოდ მიიღონ. ბიზნესები პროგრამაში მონაწილეობით ფინანსური აღრიცხვის სწორად წარმოებას, პროცესების გამარტივებასა და საქმიანობის მეტად განვითარებას შეძლებენ.

„საქართველოს ბანკი" მუდმივად ცდილობს აგროსფეროში ჩართულ კომპანიებს მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტები შესთავაზოს, რაც ბიზნესის განვითარებას კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს. აგრო ბუღალტერიის პროგრამაში უკვე ოცმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ისინი მოწესრიგებული ბუღალტერიით ბიზნესპროცესებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ, რის შედეგადაც  მათთვის  ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, რუსუდან ბარათაშვილმა

ინფორმაციისთვის, „აგრო ბუღალტერია“ "საქართველოს ბანკის" სამთვიანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაში და ფინანსური ანგარიშგება სრულად მოაწესრიგონ. ასევე, მიიღონ საჭირო ცოდნა დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვასთან დაკავშირებით და პროექტის დასრულების შემდეგ მარტივად განაგრძონ ბუღალტერიის წარმოება.

„აგრო ბუღალტერიის პროგრამა“  EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად ხორციელდება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics