|
2022-12-28 09:24:00, 1546 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი - რუსეთმა ბომბდამშენების დამალვა დაიწყო, რადგან ესმის, რომ უკრაინას მათი განადგურება შეუძლია
რუსეთის სარდლობა მალავს ბომბდამშენებს, რადგან ესმის, რომ უკრაინას მათი განადგურება შეუძლია,- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთში არც ისე ბევრია შესაფერისი თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა. „მტერმა დაიწყო მათი დამალვა. მას ესმის, რომ ჩვენ შეგვიძლია რეგულარულად გავანადგუროთ ისინი იმ ტერიტორიებზეც კი, სადაც არ ელოდნენ. მათ ბობდამშენები პრიმორსკის მხარეში გადაიტანეს. მაგრამ დამიჯერეთ საჭიროების შემთხვევაში, პრიმორსკის მხარესა და შორეულ აღმოსავლეთს გადაეცემა ის ყუველაფერი, რაც მტერს პრობლემებს შეუქმნის“,- განაცხადა დანილოვმა. დანილოვის თქმითვე, ჯერ არ არსებობს გარანტიები, რომ რუსეთი ახალ წლამდე მასობრივ დაბომბვას არ განახორციელებს. „ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მას არ დარჩა ამდენი რაკეტა მასიური დაბომბვისთვის - ორი-სამი, მაქსიმუმ ოთხჯერ. მტერმაც იცის ამის შესახებ. ამიტომ ვფიქრობთ, იქნებ გამოიზოგონ ისინი”,- დასძინა დანილოვმა. შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში რუსეთის ენგელსის აეროდრომსა და რიაზანის რეგიონის საჰაერო ბაზაზე აფეთქებები მოხდა. ამის შემდეგ უცნობი დრონი თავს დაესხა კურსკის აეროდრომს . 26 დეკემბრის ღამეს ენგელსის აეროდრომი კვლავ დაიბომბა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ჩამოგდებული " უკრაინული დრონის " ნამსხვრევების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის თქმით, იმ დღეს დამპყრობლებმა უკრაინის ახალი დაბომბვა დაგეგმეს, მაგრამ აფეთქებებმა მათ ამის განხორციელებაში ხელი შეუშალა.
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)