05:44 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-26 17:26:01, 961 ნახვა

საზოგადოება
კრწანისში, ოკუპაციას შეწირულთა სახელობის რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა და წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა

კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ფონიჭალა 3-ში, ოკუპაციას შეწირულთა სახელობის სკვერი გაიხსნა. ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნასთან ერთად, წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა. 

თბილისის მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, საბავშვო-ანიმაციური პროგრამა მიმდინარეობდა. ჯამბაზებმა ადგილზე მოსული პატარების განწყობაზე იზრუნეს. პატარებთან შესახვედრად სკვერში სანტა-კლაუსი და ელფიც იმყოფებოდნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ილუზიონისტის შოუ, ანიმატორი მასკოტები, სარკეებიან ფორმაში კოსტიუმირებული გმირი და სახეზე მომხატველები.  საბავშვო ნაწილის დასრულების შემდეგ, ღონისძიება მუსიკალურად  ბენდმა „1/4“ გააფორმა.

სკვერის გახსნას თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, კრწანისის რაიონის გამგებელი  ბექა მიქაუტაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე დაესწრნენ.

„ოკუპაციის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დავიწყეთ. ამ პროექტისთვის 513 000 ლარი გამოიყო. უამრავი სამუშაო განხორციელდა - რეაბილიტირდა საფეხბურთო და საკალათბურთო სტადიონები, შეიცვალა ინფრასტრუქტურა, სკვერმა ახალი სიცოცხლე შეიძინა და იმედი მაქვს, ადგილობრივი მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება“, - აღნიშნა ბექა მიქაუტაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics