|
2022-12-23 10:43:47, 960 ნახვა
პოლიტიკა
მაკკეინის ინსტიტუტი - თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ლიდერს გათავისუფლებას ვუსურვებთ
"მაკკეინის ინსტიტუტი დგას სააკაშვილთან, ოდესღაც უფრო თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ლიდერთან, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ეველინ ფარკასმა ავრცელებს. განცხადებაში მაკკეინის ინსტიტუტი ხაზს უსვამს საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და სამედიცინო დახმარებისთვის გადაყვანის აუცილებლობას. "მაკკეინის ინსტიტუტი დგას სააკაშვილთან, ოდესღაც უფრო თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს ლიდერთან და ჩვენი თანამოსახელე სენატორ მაკკეინის მეგობართან. ჩვენ ხაზს ვუსვამთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და სამედიცინო დახმარებისთვის გადაყვანის აუცილებლობას და ვუსურვებთ ძლიერ და სწრაფ გამოჯანმრთელებას“, - განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვაზე პირველი სხდომა ჩატარდა. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)