|
2022-12-20 20:46:11, 1432 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - უკრაინა ჩართული იყო სააკაშვილის ჩამოყვანის სპეცოპერაციაში
ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ვინც ჩამოიყვანა სააკაშვილი საქართველოში, სწორედ ის ადამიანები აქტიურობენ მის გასათავისუფლებლად, - განაცხადა “ქართული ოცნების” თავჯდომარე ირაკლი კობახიძემ, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების საპასუხოდ, სადაც ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მოპყრობას სისასტიკე უწოდა. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის სპეცოპერაციაში, სწორედ ამის გამო მათ აქვთ თავისი წილი პასუხისმგებლობა და ამის გამო აქტიურობენ მის გასათავისუფლებლად. “მათ აქვთ ერთგვარი პასუხისმგებლობა სააკაშვილის წინაშე. მათ ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში და გრძნობენ პასუხისმგებლობას. ზელენსკის ამ განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა ეს ყველაფერი, რასაც ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც, საბედნიეროდ, ჩავარდა და მასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ.” - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)