|
2022-12-19 10:43:10, 1538 ნახვა
მსოფლიო
ირანის საგარეო - რუსეთთან ურთიერთობების გასაფართოებლად ნებართვას არავისგან ვითხოვთ
რუსეთთან ურთიერთობების გასაფართოებლად, თეირანი ნებართვას არავისგან არ ითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ნასერ კანანის განცხადებით, თეირანი დამოუკიდებლად მოქმედებს თავისი საგარეო ურთიერთობების რეგულირებაში. „თეირანი დამოუკიდებლად მოქმედებს თავისი საგარეო ურთიერთობების რეგულირებაში და არავის სთხოვს ნებართვას. ირანსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვის სფეროში, ფართოვდება საერთო ინტერესების ფარგლებში და არა რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ“,- განაცხადა კანანმა. ამასთან, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის, უილიამ ბერნსის განცხადებით, ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა „საფრთხეს უქმნის“ აშშ-ის მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში. კანანის თქმითვე, ირანის პოლიტიკა მისი ეროვნული ინტერესებითაა ნაკარნახევია. „აშშ-ის ოფიციალური პირები აგრძელებენ უსაფუძვლო პოლიტიკურ პრეტენზიებს და უკანონო ქმედებებს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ირანსა და რუსეთს შორის ჩვეულებრივი თავდაცვას და სამხედრო თანამშრომლობა“,- დასძინა კანანმა. ცნობისთვის, ირანს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებაში ადანაშაულებენ, რომელიც უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენება. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ირანიდან Shahed-136 და Mohajer-6 კამიკაძე დრონები შეიძინა. ირანის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში არ აღიარებდა, რომ მათ რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები მიჰყიდეს. ნოემბრის დასაწყისში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა აღიარა, რომ მისმა ქვეყანამ რუსეთს დრონები სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მიაწოდა. მოგვიანებით, აშშ-ს ხაზინამ დააწესა სანქციები კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ირანიდან რუსეთში უპილოტო თვითმფრინავების წარმოებასა და მიწოდებას ახორციელებენ.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)