|
2022-12-19 09:10:38, 1845 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს - უკრაინის ძალებმა 9 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში 19 დეკემბერს, დილით მიიტანეს. კიევის გარდა, უკრაინის სხვა რეგიონებში დილიდან საჰაერო განგაშია გამოცხადებული იევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა, რომ დედაქალაქზე იერიშისას, 9 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისივე თქმით, ადგილზე მუშაობს საჰაერო თავდაცვა. "კიევში საჰაერო თავდასხმა გრძელდება. მტერი დედაქალაქს უტევს შაჰედის დრონებით.ამ დროისთვის კიევის საჰაერო სივრცეში უკვე ჩამოგდებულია მტრის 9 უპილოტო საფრენი აპარატი“, - ნათქვამია მოხსენებაში. უკრაინული მედიის ცნობით, კიევის, ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადის ოლქებსა და ქალაქ კიევში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. აღსანიშნავია, რომ შემოდგომის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაცია მასიურად უტევს უკრაინას რაკეტებით, ასევე ირანული თვითმფრინავებით.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)