|
2022-12-16 13:48:10, 985 ნახვა
პოლიტიკა
„ეს ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს თავიანთ დაუნდობელ სახეს“ - ბრეგაძე ოპოზიციას, რომლებმაც სხდომათა დარბაზი დატოვეს
ეს ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს თავიანთ სახეს და იმას, რომ მართლა არავის დაინდობენ ხელისუფლების უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ოპოზიციის დეპუტატებს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად, პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს. როგორც რატი ბრეგაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დასძინა, ოპოზიციის ქმედებები ადასტურებენ, რომ მათ "არაფერი აქვთ საკანონმდებლო საქმიანობასთან და ცივილიზებულ-პოლიტიკურ კულტურასთან". "ქართველ ხალხს მინდა ბოდიში მოვუხადო რადიკალური ოპოზიციის ქმედებების გამო, რომლებიც ნათლად ადასტურებენ იმას, რომ არაფერი აქვთ საკანონმდებლო საქმიანობასთან და ცივილიზებულ-პოლიტიკურ კულტურასთან. ჩვენ ვიხილეთ ცილისწამება, როდესაც ადამიანს აბრალებ, რომ არის მკვლელი, ამ ოროსნებს შევახსენებ , რომ მის წინააღმდეგ უნდა იყოს დამდგარი კანონიერი განაჩენი სასამართლოს მიერ და მარტო მას შემდეგ შეიძლება უწოდო მათ მკვლელი. თუმცა, მსგავსი სახის ცილისწამებას მიჩვეული ვართ. ეს ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს თავიანთ დაუნდობელ სახეს და ნათლად აჩვენებ, რომ ისინი მართლა არავის დაინდობენ ხელისუფლების უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამას ქართველი ხალხი მართლა არ დაუშვებს",- განაცხადა ბრეგაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. პროტესტის ნიშნად, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები სხდომათა დარბაზში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტოებითა და ბანერით - „ნუ კლავთ!“ მივიდნენ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)