01:54 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 21:35:11, 1227 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე, სიცოცხლის რისკის ფასადაც სახელმწიფოს მომავლისთვის

ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე, სიცოცხლის რისკის ფასადაც სახელმწიფოს მომავლისთვის. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ბედი პირდაპირ პროპორციულად დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს უახლოეს მომავალთან, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით,ის რაც გუშინ იკადრა ბიძინა ივანიშვილმა პენიტენციურის კადრების გამოქვეყნებით,იყო ბევრი სხვადასხვა ტიპის ტერორი და წამება,არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ,არამედ სახელმწიფოს ბედის და მან დასძინა,რომ ისინი ამ ბედთან თამაშობენ.

"ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე, სიცოცხლის რისკის ფასადაც სახელმწიფოს მომავლისთვის. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ბედი პირდაპირ პროპორციულად დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს უახლოეს მომავალთან... არის ღია კონტექსტი, არის დახურული კონტექსტი, ბევრი რამ გაცხადებულია მაგრამ მიზანი ჩანს ერთადერთი, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა და ის რაც გუშინ იკადრა ბიძინა ივანიშვილმა, ყველაფერი თავისი სახელით უნდა იყოს სახელდებული. ეს იყო ემოციური, მორალური, ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ბევრი, ბევრი სხვადასხვა ტიპის ტერორი და წამება, არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, სახელმწიფოს ბედის წამება იყო და ამ ბედთან თამაშობენ." - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics