|
2022-12-15 17:47:42, 1417 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - როგორც სააკაშვილს ციხეში ეპყრობიან ჰგავს პუტინის ქცევას, როგორც ის აწამებს და წამლავს ხალხს
როგორც ყოფილ პრეზიდენტს ეპყრობიან ციხეში, საერთო ევროპულ ღირებულებებთან არაფერი აქვს და უფრო იმას ჰგავს, როგორც პუტინი იქცევა, როგორც ის აწამებს და წამლავს ხალხს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ექსპრეზიდენტის სიტუაცია გაუარესდება, ეს იქნება საქართველოს ხელისუფლების და პრეზიდენტის სინდისზე. "როგორც ყოფილ პრეზიდენტს ეპყრობიან ციხეში, საერთო ევროპულ ღირებულებებთან არაფერი აქვს და უფრო იმას ჰგავს, როგორც პუტინი იქცევა, როგორც ის აწამებს და წამლავს ხალხს. ასევე ვითხოვთ, რომ საზღვარგარეთ უმკურნალონ, რაც ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს იქნება მმართველი პარტიის სინდისზე და პრეზიდენტის სინდისზეც. ასე რომ, იმედს თქვენს პრეზიდენტზე ვამყარებ",- განაცხადა ევროპარლამენტარმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს. უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა. აღნიშნულს წინ უძღოდა მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი, რომელზეც პენიტენციურმა სამსახურმა "ტექნიკური მოწყობილობების არარსებობის" გამო, "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილის ონლაინ დასწრება არ უზრუნველყო. საპასუხოდ, ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, რომ ევროპარლამენტარების თხოვნით, შიმშილობას წყვეტდა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)