|
2022-12-15 13:31:37, 1044 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე ეუთო-ს გენერალურ მდივანს სიტყვით მიმართა
თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე ეუთო-ს გენერალურ მდივანს ჰელგა შმიდს სიტყვით მიმართა. სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ელჩმა, მუდმივმა წარმომადგენელმა თამარ ტალიაშვილმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს ჰელგა შმიდს სიტყვით მიმართა თამარ ტალიაშვილი მიესალმა ეუთო-ს გენერალური მდივნის მიერ მიმდინარე წელს გადადგმულ აქტიურ ნაბიჯებს. მან თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. მისი თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებზე რუსეთის პასუხისმგებლობას ადასტურებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებები. თამარ ტალიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების მიერ დეოკუპაციის მიღწევის მიზნით წარმოებულ სამშვიდობო პოლიტიკას. საქართველოს ელჩმა ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის განსაკუთრებულ როლზე, რათა რუსეთმა შეასრულოს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. მან გამოსვლაში ასევე ხაზი გაუსვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სრულყოფილი ფუნქციონირების აუცილებლობას. თამარ ტალიაშვილმა ევროპაში არსებული უსაფრთხოების კრიზისის ფონზე ევროპის საბჭოს, ეუთო-სა და საერთაშორისო ორგანიზაციების გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)