01:55 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 10:35:50, 918 ნახვა

პოლიტიკა
ახვლედიანი ოპოზიციას - სასწრაფოდ განვიხილოთ პარლამენტში მონაწილეობის მაქსიმალურად შეზღუდვის საკითხი

მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციას, სასწრაფოდ განვიხილოთ საკანონმდებლო ორგანოში მონაწილეობის მაქსიმალურად შეზღუდვის საკითხი, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.

ახვლედიანის განცხადებით, ქვეყნის გადარჩენის კრიზისული გეგმის შესამუშავებლად, საჭიროა, კონსულტაციების დაუყოვნებლივ დაწყება.

"არც ფიქრის, აღარც განსჯის დრო აღარაა - აქ და ახლა უნდა ვუშველოთ საქართველოს: გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტი! ღირსეული პატივი მივაგოთ უკრაინაში სამშობლოსთვის შეწირულ ქართველ გმირებს! არ დავუშვათ ქვეყნის დასავლური ორბიტიდან საბოლოოდ მოწყვეტა! ერთად, ყველა შესაძლო კონსტიტუციური გზით, წინ აღვუდგეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამომთხრელ ამ პროცესს!

მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციას, სასწრაფოდ განვიხილოთ საკანონმდებლო ორგანოში მონაწილეობის მაქსიმალურად შეზღუდვის საკითხი და დაუყოვნებლივ დავიწყოთ კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან ქვეყნის გადარჩენის კრიზისული გეგმის შესამუშავებლად და შესასრულებლად", - წერს არმაზ ახვლედიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics