|
2022-12-12 09:26:13, 2129 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსული დარტყმის შემდეგ არსებულ პირობებში მაქსიმუმს მივაღწიოთ
ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რუსული დარტყმის შემდეგ არსებულ პირობებში მაქსიმუმს მივაღწიოთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინა ვითარების განსამუხტად პარტნიორებთან ერთად მუშაობს. "ოდესასა და რეგიონის სხვა ქალაქებსა და რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღვადგინეთ. კიევი და კიევის რეგიონი, ლვოვის რეგიონი, ვინიცის რეგიონი, ტერნოპილი და რეგიონი, ჩერნივცი და რეგიონი, ზაკარპატია, სუმის რეგიონი, დნეპროპეტროვსკის რეგიონი - ვითარება კვლავ რთული რჩება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რუსული დარტყმის შემდეგ არსებულ პირობებში მაქსიმუმს მივაღწიოთ. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა განიმუხტოს სიტუაცია და მივცეთ ჩვენს ხალხს მეტი ელექტროენერგია. მადლობა ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას იცავს! მადლობა ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის! დიდება უკრაინას!" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)