|
2022-12-09 15:34:05, 2080 ნახვა
ომი უკრაინაში
პუტინი - დასავლეთმა წაახალისა გენოციდი და ტერორი დონბასში, ახლა კი უკრაინელებს საზარბაზნე ხორცად იყენებს
დასავლეთი უკრაინელ ხალხს რუსეთის წინააღმდეგ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებს,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, სწორედ დასავლეთმა წაახალისა გენოციდი და ტერორი დონბასში და ქვეყანა კოლონიად აქცია. „დასავლეთმა წაახალისა გენოციდი და ტერორი დონბასში, ფაქტობრივად, ეს ქვეყანა კოლონიად აქცია. ახლა კი ცინიკურად იყენებს უკრაინელ ხალხს „საზარბაზნე ხორცად“, როგორც რუსეთის წინააღმდეგ დარტყმას“,- განაცხადა პუტინმა. ამასთან, პუტინმა კიდევ ერთხელ გამოხატა აღშფოთება უკრაინაში დასავლური იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების გამო. „დასავლეთი, აგრძელებს უკრაინის იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგებას, ასევე დაქირავებულების გაგზავნას. დასავლეთი მას თვითმკვლელობის გზაზე უბიძგებს“,- დასძინა დიქტატორმა. ცნობისთვის, რუსეთმა ვერ შეძლო წარმატების მიღწევა უკრაინის რეგიონებში. სექტემბერში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქი გაათავისუფლეს, ხოლო ნიკოლაევის რეგიონი თითქმის მთლიანად დეოკუპირებულია. ფაქტობრივად იგივე ვითარებაა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებშიც.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)