09:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-29 16:04:27, 2211 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - ნატო აგრძელებს უკრაინის უპრეცედენტო მხარდაჭერას იმისათვის, რომ პუტინმა არ გაიმარჯვოს

ნატო აგრძელებს უკრაინის კრიტიკულ და უპრეცედენტო მხარდაჭერას, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, როდესაც მოსკოვმა ყირიმის ანექსია მოახდინა. 

"ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან მჭიდრო პარტნიორობა - ეს არის ურთიერთობა, სადაც ნატო-ს მოკავშირეებმა დაამტკიცეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ უკრაინას  უპრეცედენტო გზით.

ომი არ დაწყებულა მიმდინარე წლის თებერვალში, ომი დაიწყო 2014 წლის გაზაფხულზე და მას შემდეგ ნატო-მ განახორციელა ალიანსის გაძლიერება. შესაბამისად, როდესაც შეჭრა მოხდა ამ წლის თებერვალში - 2014 წელთან შედარებით - უკრაინის ჯარები და შეიარაღებული ძალები ბევრად უკეთ იყვნენ გაწვრთნილი, ბევრად უფრო დიდი, ბევრად უკეთ აღჭურვილნი და ბევრად უკეთ ხელმძღვანელობდნენ საომარ მოქმედებებს“, - თქვა სტოლტენბერგმა. 

მისივე თქმით, ახლა მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის მხარდაჭერაზე იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ გაიმარჯვებს.

"რა თქმა უნდა, უკრაინელების მიერ მიღწეული მიღწევები და გამარჯვებები, რაც ეკუთვნის უკრაინის ჯარებისა და შეიარაღებული ძალების სიმამაცეს, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მიიღეს მხარდაჭერა ნატო-ს პარტნიორებისგან და ასეც გაგრძელდება. ახლა მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის მხარდაჭერაზე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ პრეზიდენტი პუტინი არ გაიმარჯვებს, არამედ რომ უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ერი ევროპაში",- აღნიშნა სტოლტენბერგმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics