09:08 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-29 09:05:44, 1671 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა დნეპრიზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაზიანდა სამრეწველო ობიექტები

რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ დნეპრიზე, რაკეტები მიმართული იყო ადგილობრივ საწარმოზე. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს. 

მისი თქმით, სარაკეტო დარტყმის ადგილზე ხანძარი გაჩნდა და განადგურდა სამრეწველო ობიექტები.

"რუსებმა დნეპრის დაარტყეს. რამდენიმე რაკეტა გაუგზავნეს ღამის ქალაქს. მოხვდა კერძო საწარმოს. განადგურდა საწარმოო ობიექტები. ხანძარი გაჩნდა", - განაცხადა რეზნიჩენკომ.

სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ ახლა ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს ადგილზე ​და ჭურვის შედეგების ლიკვიდაციას ახდენენ.

ცნობისთვის, გუშინ, 28 ნოემბრის ღამეს, საჰაერო თავდასხმის განგაში გაისმა პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია პოლტავასა და დნეპრში აფეთქებების ხმების შესახებ .

27 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ოკუპანტები ქვეყანაში ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics