10:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 10:16:07, 1743 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს

რუსმა დამპყრობლებმა, 25 ნოემბრის დილით, ზაპოროჟიეს გარეუბანი დაბომბეს. ქალაქსა და რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა,- ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა.

მისი თქმით, მომხდარის ყველა გარემოების გარკვევამდე, ადგილობრივი მოსახლეობა უნდა დარჩეს თავშესაფარში.

„დილით ზაპოროჟიეს ძლიერი აფეთქების ხმა მოესმა. შეშლილმა რუსებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს ზაპოროჟიეს გარეუბანს რაკეტით. გარემოებები ზუსტდება. დეტალები მოგვიანებით. იზრუნეთ საკუთარ თავზე და დარჩით უსაფრთხო ადგილებში“,- წერს სტარუხი.

ცნობისთვის, რუსეთის ჯარებმა გააძლიერეს დაბომბვა ფრონტის ხაზის ქალაქებისა და სოფლებში ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით. ამავდროულად, დამპყრობლები ხელს უშლიან უკრაინელების გამგზავრებას ოკუპირებული ტერიტორიიდან.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დაბომბვას რეგიონში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.

22 ნოემბერს, ორეხოვოში, რუსების დაბომბვას პურის რიგში მყოფი სოციალური მუშაკი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ ორი ​​ადამიანი.

23 ნოემბერს, რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ოლქში ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებას რაკეტები ესროლეს, დაიღუპა ახალშობილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics