10:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 09:03:24, 1486 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ითვალისწინებს ყირიმის დეოკუპაციას, დროის კარგვაა

გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ითვალისწინებს ყირიმის დეოკუპაციას, დროის კარგვაა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ყირიმის ბედი საერთაშორისო დღის წესრიგშია. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის დარტყმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიუთითებს იმაზე, რომ კრემლი არ აპირებს მშვიდობიან მოლაპარაკებებს. 

„მე მესმის, რომ ყველა გაოგნებულია სიტუაციით თუ რა მოუვა ყირიმს. თუ ვინმე მზად არის შემოგვთავაზოს გზა ყირიმის დეოკუპაციისთვის არასამხედრო გზებით, მე მხოლოდ მომხრე ვიქნები... თუ გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს დეოკუპაციას და [ყირიმი] არის რუსეთის ფედერაციის ნაწილი, არავინ უნდა დაკარგოს დრო ამაზე. ეს დროის კარგვაა", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა შეშფოთებულია, რომ უკრაინის ნებისმიერი მცდელობა ყირიმის დეოკუპაციისკენ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის მხრიდან სახიფათო ესკალაცია. დასავლეთში შიშობენ, რომ ამან შესაძლოა მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებაც კი გამოიწვიოს.

ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ აღნიშნა , რომ რუს ოკუპანტებს ჯერ არ აქვთ ორგანიზებული ევაკუაცია დროებით ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილიდან. თუმცა, ისინი აქტიურად აშენებენ თავდაცვას, როგორც დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ასევე ჟანკოის რეგიონში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics