10:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 12:43:46, 1631 ნახვა

ომი უკრაინაში
რომის პაპი - ვიფიქროთ და ვილოცოთ უამრავი უკრაინელისთვის, რომლებიც დღეს აგრესიის წამებით იტანჯებიან

რომის პაპმა, ფრანცისკემ უკრაინაში ომი 1930-იანი წლების ჰოლოდომორს შეადარა, რომელიც ხელოვნურად შეიქმნა საბჭოთა ხელისუფლების მიერ და რამდენიმე მილიონი უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა. ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა პეტრეს მოედანზე აუდიენციის დროს განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელები დღეს აგრესიის წამებით იტანჯებიან.

„მოდით, ვიფიქროთ წამებულ უკრაინაზე. 26 ნოემბერს აღინიშნება ჰოლოდომორის საშინელი გენოციდის წლისთავი. 1932-33 წლების შიმშილით მოსპობა, რომელიც ხელოვნურად გამოიწვია სტალინმა. ვილოცოთ ამ გენოციდის მსხვერპლთათვის და ვილოცოთ უამრავი უკრაინელისთვის - ბავშვებისთვის, ქალებისთვის, მოხუცებისთვის, რომლებიც დღეს აგრესიის წამებით იტანჯებიან”,- განაცხადა ფრანცისკემ. 

ცნობისთვის, რომის პაპმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ მას სურდა პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა და ომის შეჩერება. ვიზიტის მოსაწყობად ის რუსეთის საელჩოში ჩავიდა, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ  "ამჟამად ეს იყო საჭირო".

სექტემბერში მან  უკრაინაში მომხდარს „მესამე მსოფლიო ომი“ უწოდა.

მისი თქმით, არასწორია იმის მოსაზრება, რომ დაპირისპირება „კოვბოის ფილმს მოგვაგონებს, რომელშიც კარგი და ცუდი ბიჭები არიან“, ასევე იმის დაჯერება, რომ ეს მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას ეხება.

2 ოქტომბერს ფრენსისმა პირველად მიმართა ორივე ქვეყნის პრეზიდენტებს და ომის დასრულებისკენ მოუწოდა. მან პუტინს სთხოვა „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“, ზელენსკის კი „ღია ყოფილიყო მშვიდობის წინადადებებისთვის“.

„სამწუხაროა, რომ მსოფლიო უკრაინის გეოგრაფიას სწავლობს ისეთი სახელებით, როგორიცაა ბუჩა, ირპენი, მარიუპოლი, იზიუმი, ზაპოროჟიე და სხვა ადგილები, რომლებიც ენით აუღწერელი ტანჯვისა და შიშის ადგილად იქცა. რა შეიძლება ითქვას იმაზე, რომ კაცობრიობა კვლავ ატომური საფრთხის წინაშე დგას? ეს აბსურდია“, - განაცხადა პონტიფიკმა.

გარდა ამისა, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მასიური თავდასხმების შემდეგ, რომის პაპმა მკაცრად დაგმო დაბომბვები და მათ დაუნდობელი უწოდა. 

ბოლოს პონტიფიკოსმა მხარეებს მოლაპარაკებებისკენ 9 ნოემბერს მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ სამხედრო კონფლიქტები წყდება არა „იარაღის ინფანტილური ლოგიკით, არამედ დიალოგის რბილი ძალის დახმარებით“.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics