19:26 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 16:33:49, 924 ნახვა

მსოფლიო
გერაშენკო - რუსეთი ემზადება, რომ იანვარში მობილიზაციის მეორე ტალღა დაიწყოს

რუსეთი იანვარში მობილიზაციის მეორე ტალღის გამოცხადებისთვის ემზადება. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც მან Twitter-ზე დაწერა, რუსეთი ამჯერად 500 000-დან 700 000-მდე სამხედროს მობილიზებას გეგმავს.

"რუსეთი ემზადება, რომ მობილიზაციის მეორე ტალღა იანვარში დაიწყოს. აქამდე გაწვეული 300 000 სამხედრო უკვე მოკლული, დაჭრილი ან დემორალიზებულია. რუსები იწყებენ უკმაყოფილების გამოხატვას - ისინი ვერ იგებენ, რატომ არის ამდენი დანაკარგი ნაქებ არმიაში", - წერს გერაშჩენკო.

შეგახსენებთ, რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერს დაიწყო და ოქტომბრის ბოლოს დასრულდა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, საომარი მოქმედებების ზონაში, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებული 300 000 ადამიანიდან 87 000 მობილიზებული გაიგზავნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics