11:36 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-19 16:03:20, 856 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ევროპელ მეგობრებს აქვთ ერთიანი, მკაფიო პოზიცია, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს

ევროპელ მეგობრებს აქვთ ერთიანი, მკაფიო პოზიცია, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს. - ამის შესახებ „ერთუანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა რანგის პოლიტიკურ ფიგურებთან, მათ შორის ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლობასთან.

„გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ქალბატონმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ რუსი ოლიგარქის დეპუტატების გამონათქვამები კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებულს ჰგავს. მათ კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებული აქვთ არა მხოლოდ გამონათქვამები, არამედ მათი ყოველი ქმედება ნაკარნახევია სწორედ კრემლიდან და მათი ყოველი ნაბიჯი მიმართულია უკან, რუსულ, იმპერიულ წიაღში დასაბრუნებლად“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია ევროპის სხვადასხვა ქალაქებში შეხვედრებს მართავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics