14:56 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 19:43:42, 1253 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - გთავაზობთ, რომ ოლიგარქთა რეესტრი პარლამენტის ნაცვლად, საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს

გთავაზობთ, რომ ოლიგარქთა რეესტრი პარლამენტის ნაცვლად, საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს. - ამ ინიციატივის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი შესწორება იქნება კანონპროექტში.

"ჩვენ ამ პროცესში პარლამენტის ჩართულობა შემოგთავაზეთ. ეს კოლეგების მხრიდან შეფასდა, თითქოს ინტერესთა კონფლიქტი. სპეკულაციურად გამოიყენეთ, თითქოს ამით უკრაინულ მოდელს ავცდით. ამიტომ გთავაზობთ, რომ პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა იყოს განსაზღვრული ოლიგარქთა რეესტრის შედგენაზე, როგორც ეს უკრაინაშია. მე დავსვი კითხვა, მიაჩნდათ თუ არა ეს ინტერესთა კონფლიქტად და პარლამენტის ჩართულობა იყო თუ არა პრობლემა - ან დაეფიქსირებინათ პოზიცია ან თუ არ დააფიქსირებდნენ, ეს ჩვენი მხრიდან იქნებოდა მიღებული როგორც არდათანხმება და როგორც შემდგომი სპეკულაციების მცდელობა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთი-ერთში რომ არ გადმოვიღოთ უკრაინული მოდელი და პრინციპები, ეს გახდება საფუძველი თქვან, რომ თქვენ უკრაინული მოდელიც არ გადმოვიღეთ სწორად, რაღაც თქვენს თავს მოარგეთ და რაღაც სხვა გააკეთეთ. ამიტომ ამ სპეკულაციებსაც რომ წერტილი დავუსვათ, გთავაზობთ, რომ პარლამენტის ნაცვლად, საქართველოს მთავრობა განისაზღვროს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო, რომელიც დეოლიგარქიზაციას შეეხება, თუმცა არსად ნახსენები ბიძინა ივანიშვილი არ არის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ ძალაში შევიდა
კობახიძე ვახო სანაიას პარტიულ აქტივისტს უწოდებს და პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობს
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics