22:01 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 09:30:15, 1126 ნახვა

მსოფლიო
ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა.

სამიტზე განსახილველი მთავარი საკითხები უკრაინის ომი და ინფლაცია იქნება.

სამიტი სიტყვით, მასპინძელი ქვეყნის, ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ გახსნა და აღნიშნა, რომ მსოფლიოს გადასარჩენად საჭიროა თანამშრომლობა.

„ჩვენ სხვა ვარიანტი არ ვაქვს, მსოფლიოს გადასარჩენად საჭიროა თანამშრომლობა. ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ჩვენი ხალხის, არამედ მსოფლიოს მოსახლეობის წინაშე. პასუხისმგებლობის ქონა ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. თუ ეს ომი არ დასრულდება, მსოფლიოსთვის წინსვლა რთული იქნება. „დიდი ოცეული“ უნდა იყოს ინკლუზიური ეკონომიკური აღდგენის კატალიზატორი. ჩვენ არ უნდა დავყოთ მსოფლიო ნაწილებად. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ მსოფლიო მორიგ „ცივ ომში“ გადაეშვას“, - განაცხადა ვიდოდომ.

სამიტის მონაწილეებს დისტანციურად მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

აღსანიშნავია, რომ სამიტს არ ესწრება ვლადიმირ პუტინი, რუსეთს ლიდერების შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. ამასთან, მანამდე ინდონეზიამ უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტისთვის ვლადიმირ პუტინისთვის სამიტზე დასწრების მიწვევის გაუქმებაზე.

გარდა ამისა, სამიტის ოფიციალურ გახსნამდე ერთი დღით ადრე ბალიზე აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები სამ საათს გაგრძელდა. ეს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში სი ძინპინთან პირველი პირისპირ შეხვედრა იყო.

სამიტის ფარგლებში, ორმხრივ მოლაპარაკებებს კიდევ ბევრი ლიდერი გამართავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics