17:45 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 18:15:09, 837 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს ლიდერობას ეცილებიან და არის დაპირისპირება ფინანსური რესურსების საკითხზე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს ლიდერობას ეცილებიან. - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით,პარტიაში ფინანსური რესურსების საკითხთან დაკავშირებითაც არის დაპირისპირება.

„არც ერთი ჯგუფი, რომელიც ერთმანეთთან არის დაპირისპირებული, არ ემიჯნება არანაირ ქმედებას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებდა, რის გამოც მათი ლიდერები აღმოჩნდნენ განსასჯელის სკამზე. სასამართლოში უფრო ნაკლები ფაქტია განხილული, ვიდრე დანაშაულია ჩადენილი. ამ თემას არავინ ემიჯნება, პირიქით იჩემებენ კიდეც, რომ ისინი მაშინ იყვნენ ლიდერები. გვახსოვს მათი განცხადებები არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი წევრებისაგან, არამედ ზურაბ ჯაფარიძისგანაც, რომ მათ მოსანანიებელიც არაფერი აქვთ, ეს აერთიანებს ყველას. არის გარკვეული შეუთავსებლობა ერთმანეთთან, ერთმანეთს ლიდერობას ეცილებიან და რასაკვირველია, ფინანსური რესურსების წყაროს თემაც გასარკვევია, ვინაიდან მთავარი დამფინანსებელი, როგორც თავად კეზერაშვილი აცხადებს, კონკრეტულ პიროვნებებს უჭერს მხარს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics