02:25 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 12:34:41, 1058 ნახვა

საზოგადოება
„თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი“-ს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი დასრულდა

დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის, კიდევ 2 სახლი გაიხსნა. საოჯახო ტიპის სახლი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ და აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საზეიმოდ გახსნეს.  

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახლად გახსნილ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში“ მცხოვრები ბავშვები განთავსდნენ. შედეგად, „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი“-ს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საბოლოოდ დასრულდა. 

საოჯახო ტიპის სახლების მშენებლობა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში განხორციელდა. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში, 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი აშენდა, გარემონტდა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გადაეცა. 

სახლები სრულიად ადაპტირებულია შშმ პირებზე და თითოეული განკუთვნილია 7 ბავშვზე. ამასთანავე, ბავშვებისთვის უზრუნველყოფილია ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ცხოვრება და ინდივიდუალური ზრუნვა, რაც მნიშვნელოვნად აისახება მათ განვითარებაზე და მეტად იქნება დაკმაყოფილებული ინდივიდუალური საჭიროებები. 

გახსნის ღონისძიებას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი მერი მაღლაფერიძე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის უფროსი, ვიცე პოლკოვნიკი ეროლ მიუნირი, ასევე, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. 
 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics