01:31 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 12:02:53, 1590 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ირანში ჩავიდა

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი ირანში ჩავიდა.

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, პატრუშევმა, სავარაუდოდ, ირანისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენა უნდა განიხილოს.

„თეირანში ნ. პატრუშეშვი გამართავს დაგეგმილ რუსულ-ირანულ კონსულტაციებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ორი ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოსა და რიგი სამინისტროების წარმომადგენელთა მონაწილეობით”,- ნათქვამია რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში.

გარდა ამისა, თავდაპირველად, 8 ნოემბერს, ირანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პატრუშევი თეირანში ჩავიდა და, სავარაუდოდ, ის ირანელი კოლეგის, ალი შამხანის მიერ იყო მიწვეული. 

შეგახსენებთ, რომ დასავლური დაზვერვის ინფორმაციით, ირანი რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებისთვის დრონებს აწვდის. 

თეირანი თავდაპირველად უარყოფდა მოსკოვისთვის ამ შეიარაღების გადაცემას, თუმცა შემდეგ აღიარეს. ამასთან, თეირანის მტკიცებით, მათ რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები ომის დაწყებამდე გადასცეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics