18:32 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-08 19:05:32, 1129 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მიეცეს მკურნალობის შესაძლებლობა საზღვარგარეთ

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიღებულია. 

47 მომხრე, 5 წინააღმდეგი, 2-მა თავი შეიკავა.

ჩანაწერის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად, მიეცეს მას შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა საზღვარგარეთ.

"საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება;  მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და განიხილოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ". - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics