20:23 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-04 20:49:38, 1253 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია პენიტენციური სისტემის მართვის ავსტრიულ გამოცდილებას გაეცნო

დელეგაციას ადგილზე გააცნეს პენიტენციური სისტემის მოწყობისა და მართვის მოდელი, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის, მსჯავრდებულთა განათლების, სპორტისა და დასაქმების პროგრამები.
 
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე კორნეუბურგის პენიტენციურ დაწესებულებაში მოადგილეებთან და სპეციალური პენიტენციურის სამსახურის უფროსთან ნიკა ცხვარაშვილთან ერთად იმყოფებოდა. 
 
აღსანიშნავია, რომ ავსტრიასთან უკვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტს საქართველოს და ავსტრიის იუსტიციის მინისტრებმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმი იუსტიციის სისტემის რეფორმების სფეროში მჭიდრო პარტნიორობის გაძლიერებას გულისხმობს.
 
პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემის განვითარება იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. უწყებას 10-წლიანი განვითარების გეგმაში გაწერილი აქვს კონკრეტული ღონისძიებები; მათ შორის, ახალი, მცირე ზომის ე.წ. ოჯახური ტიპის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, საკნის გარე აქტივობების ხელშეწყობა, სწავლაზე მსჯავრდებულთა ხელმისაწვდომობის გაზრდა, რისთვისაც მსჯავრდებულებისთვის უკვე ამოქმედდა ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი". პროექტი შესაძლებლობას აძლევს მსჯავრდებულებს, სრულფასოვნად ჩაერთონ სასწავლო პროცესში.
 
უწყებისთვის პრიორიტეტულია ძლიერი, უსაფრთხო და ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული გარემოს უზრუნველყოფა, რისთვისაც ხორციელდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი. იუსტიციის სამინისტრო ხელს უწყობს პატიმრების დასაქმებასა და მომავალი პროფესიისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics