21:11 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 19:23:06, 1085 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუვას საგარეო - შეშფოთებულები ვართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნიკა გვარამიას საქმეზე

შეშფოთებულები ვართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნიკა გვარამიას საქმეზე. - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

მათივე თქმით, ეს საქმე აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ შერჩევითი მართლმსაჯულებაა.

"შეშფოთებულები ვართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ნიკა გვარამიას საქმეზე, რაც აძლიერებს შთაბეჭდილებას, რომ შერჩევითი მართლმსაჯულებაა. ლიეტუვა, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ყურადღებით აკვირდება საქართველოს ძალისხმევას 12-ვე პრიორიტეტის შესრულებაში, კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics