22:16 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 11:48:11, 805 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - მინდა პრეზიდენტს მოვუწოდო, აიღოს პასუხისმგებლობა და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს

დროა საქართველოს პრეზიდენტმა, აიღოს პასუხისმგებლობა და გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი,- ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებაზე.

მისი თქმით, პრეზიდენტმა უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა, რადგან ეს არ ეხება მხოლოდ მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ეს ეხება საქართველოს ევროინტეგრაციას და მომავალს.

„მინდა ძალიან კონკრეტულად ვთქვა, პირველი ნიკას თავისუფლება ეს არ არის, მხოლოდ და მხოლოდ ნიკას პირადი თავისუფლება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად, რომელშიც პირდაპირ წერია ნიკას თავისუფლება და ასევე პირდაპირ წერია, რომ ნიკას თავისუფლება მნიშვნელოვანია მედია თავისუფლებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ნიკას დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, მინდა ღიად მოვუწოდო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აიღოს პასუხისმგებლობა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და მიმართვის შემთხვევაში გაათავისუფლოს ნიკა გვარამია.

პრეზიდენტმა უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა, რადგან ეს არ ეხება მხოლოდ მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ეს ეხება საქართველოს ევროინტეგრაციას და მომავალს. თორემ ნიკა გვარამია თავისუფალია და მან აჩვენა განსაკუთრებული მხნეობის მაგალითი.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს პასუხისმგებლობის აღებისკენ, ახლა კი დროა თავად აიღოს ეს პასუხისმგებლობა. გაითავისოს ეს და გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი. დიახ გადადგას ეს ნაბიჯი, რადგან ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისთვის“,- განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დაეტოვებინა.

მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics