21:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 09:03:13, 1633 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ტერორისტებს ერთად უნდა დავუმტკიცოთ, რომ მარცხი არის სიტყვა მათ შესახებ და არა ევროპის შესახებ

ერთად უნდა დავუმტკიცოთ ტერორისტებს, მარცხი არის სიტყვა მათ შესახებ და არა ევროპის შესახებ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ უკვე აღადგინა წყალმომარაგებისადა ელექტროენერგია ტექნიკურად, თუმცა ქვეყნის ცხრა რეგიონში, ელექტროენერგიის სტაბილიზაციისთვის გათიშვა გრძელდება, რუსეთი კი არ შეწყვეტს ცხოვრების ნორმალური რიტმის დარღვევას.

„ტერორისტების ფსონი ზამთრისთვის სრულიად გამჭვირვალეა ყველასთვის და ეს გამოწვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც გამოწვევა მთელი ევროპისთვის. მოსკოვი ზამთრის ნებისმიერ სირთულეს თავის პროპაგანდაში წარმოაჩენს, როგორც ერთიანი ევროპის წარუმატებლობის მტკიცებულებას. ამიტომ, ერთად უნდა დავუმტკიცოთ ტერორისტებს, რომ მარცხი - არის სიტყვა მათ შესახებ და არა ევროპის შესახებ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით,  რუსეთს, უკრაინაზე მხოლოდ ერთი თავდასხმა 2 300 000 რუსი პენსიონერის ყოველთვიური შემოსავლის ეკვივალენტი დაუჯდა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics