22:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-01 16:43:58, 1648 ნახვა

ომი უკრაინაში
ერმაკი - რუსულ გიჟურ თავშესაფარში აღარ მალავენ, რომ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ბომბავენ

ტერორისტებმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი ომის დანაშაულებსა და გენოციდს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

ერმაკის თქმით, რუსეთში აღარ მალავენ, რომ ბომბავენ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რომელსაც უწოდებენ ობიექტებს, რომელიც გავლენას ახდენენ ჩვენს სამხედრო პოტენციალზე

"რუსულ გიჟურ თავშესაფარში აღარ მალავენ, რომ ბომბავენ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რომელსაც უწოდებენ ობიექტებს, რომელიც გავლენას ახდენენ ჩვენს სამხედრო პოტენციალზე. ტერორისტებმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი ომის დანაშაულებსა და გენოციდს“,- განაცხადა ერმაკმა.

მისივე თქმით, რუსეთი ვერც უკრაინის სამხედრო პოტენციალის შემცირებას და ვერც ხალხის გატეხვას ვერ შეძლებს.

"ჩვენ განვდევნით მათ ჯარს უკრაინიდან. მაგრამ შემდეგ იქნება ისეთი რამ, რაც არ მოეწონებათ არც ამ შეშლილებს, არც მათ შვილებს, რომლებიც ასევე გადაიხდიან თავიანთ დანაშაულს და არც რუსების თაობებს, რომლებიც იზოლირებულნი იქნებიან. სიგიჟეს ყოველთვის აქვს შედეგები",- დასძინა ერმაკმა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics