08:31 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-22 10:31:11, 1164 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია გაეროს მოუწოდებენ, გამოიძიოს რუსეთის მიერ ირანული დრონების გამოყენების საკითხი

ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია მოუწოდებენ გაეროს, გამოიძიოს ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა ირანული დრონები უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენა. 

სამი ქვეყნის წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილ წერილში, მხარეებმა მხარი დაუჭირა გამოძიებას დრონების შესახებ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც მხარს უჭერს 2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებას.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა თქვა, რომ ვაშინგტონს ჯერ კიდევ სჯერა, რომ დიპლომატია საუკეთესო გზაა თეირანის ბირთვული პროგრამის დასაკავებლად, მაგრამ 2015 წლის შეთანხმების აღორძინების შანსს „ამ მომენტში“ ვერ ხედავს, რადგან ირანი წამოაყენებს „გარეშე“ საკითხებს.

„შეთანხმებით თუ მის გარეშე, ჩვენ გავაგრძელებთ ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ირანის ქმედებებთან, ირანის აგრესიასთან, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში თუ მის ფარგლებს გარეთ“, - თქვა მან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კატრინ კოლონასთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა გამოიყენა ირანული წარმოების შაჰედ-136-ის დრონები, თუმცა
თეირანი უარყოფს უპილოტო თვითმფრინავების მოსკოვს მიწოდებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics