|
2022-10-21 16:24:13, 1779 ნახვა
რეგიონი
,,ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, აჭარაში სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება
,,ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, აჭარის რეგიონში სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ძუძუს კიბოს სკრინინგის მიმდინარეობას მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ - “მედცენტრში“ და ევექსის ჰოსპიტლები - „ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში“ გაეცნენ. „ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თვეა. აჭარა კამპანიას - „ვარდისფერი ოქტომბერი“ წელსაც შეუერთდა. დაიწყო საინფორმაციო კამპანიის ჩატარება და ქალების სკრინინგში ჩართვის ხელშეწყობა. ქვეყნის მასშტაბით მკერდის კიბოს სკრინინგი უფასოა, მოვუწოდებ ყველა ქალს დროულად ჩაიტაროს კვლევა, რათა თავიდან ავიცილოთ შემდეგი გართულებები“, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. სკრინინგის პარალელურად საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა მაღალმთიან აჭარაში. კერძოდ, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. ადგილობრივებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე, მარი ზანაქიძემ, მამოლოგმა რუსლან ბოლქვაძემ და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში უფასო სკრინინგების შესახებ, ისაუბრეს ადრეული დიაგნოსტირებისა და სიმსივნის ადრეული გამოვლენის მნიშვნელობაზე, ძუძუს კიბოს რისკების შესახებ ცნობადობის გაზრდასა და რეგულარული თვითშემოწმების აუცილებლობაზე. ,,ქალებს შესაძლებლობა აქვთ სკრინინგული კვლევა ჩაიტარონ ბათუმის ოთხ კლინიკაში - ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“, რეფერალურ „საავადმყოფოში“, კლინიკა „მედცენტრსა“ და საერთაშორისო ჰოსპიტალ „ბაუში“. „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ქალები უზრუნველყოფილნი არიან ტრანსპორტირებით. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად გავხადოთ ხელმისაწვდომი სახელმწიფო პროგრამებით გათვალისიწინებული შეღავათები და ინტენსიური სკრინინგით შევძლოთ ბევრი სიცოცხლის გადარჩენა“, - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილე, მარი ზანაქიძემ. დღეს, ინიციატივის ფარგლებში, ქედიდან და შუახევიდან 60 -ზე მეტმა ქალმა ჩაიტარა სკრინინგული კვლევა. აქცია კვლავ გაგრძელდება და აჭარის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებსაც მოიცავს.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)