05:03 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 14:20:42, 1172 ნახვა

ომი უკრაინაში
ოლენა ზელენსკა - უკრაინას ისტერიული ტერორით ვერ შეაშინებთ

უკრაინას ისტერიული ტერორით ვერ შეაშინებთ, ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ - აღვადგენთ,- ამის შესახებ უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთმა კვირა მასობრივი თავდასხმით დაიწყო, კამიკაძე დრონებს კი მიზნად  მშვიდობიანი მოსახლეობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა აქვთ ამოღებული.

"რუსეთმა დაიწყო კვირა მასობრივი თავდასხმით კიევის ცენტრში და მთელ რიგ რეგიონებზე. კამიკაძე დრონები, რომლებსაც მიზნად ამოღებული აქვთ მშვიდობიანი მოსახლეობა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ჩვენი ხალხი აფეთქებებს უნდა დაემალოს. უკრაინას ისტერიული ტერორით ვერ შეაშინებთ. ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ - აღვადგენთ",- წერს ზელენსკა.

შეგახსენებთ რომ, რუსმა ოკუპანტებმა კიევზე მორიგი სარაკეტო იერიში განახორციელეს, ამასთან უკრაინის საჰაერო ძალებმა დამპყრობლების 26 კამიკაძე დრონისა და 3 ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics