11:58 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-17 10:12:52, 940 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - რუსეთი ეძებს მკვლელებს ციხეებში და ჰპირდება თავისუფლებას, თუ უკრაინაში იომებენ

ასე აფინანსებს რუსული სახელმწიფო ტერორს - ეძებს მკვლელებს ციხეებში და ჰპირდება თავისუფლებას, თუ ისინი უკრაინაში იომებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ფრონტის ხაზზე ცხელ წერტილად ბახმუტი და სოლედარი რჩება.

"წინა ხაზზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა ბოლო დღის განმავლობაში. დონბასში მთავარი ცხელი წერტილებია სოლედარი და ბახმუტი, იქ ძალიან მძიმე ბრძოლები გრძელდება. ოკუპანტებმა ჩვენი ძალების წინააღმდეგ გადაისროლეს ყველა, ვინც კი შეეძლოთ, მათ შორის 2 000 პატიმარი. ისინი დაქირავებულებს შორის არიან. ამ პატიმრებს აქვთ ხანგრძლივი სასჯელის ვადა, რაც მძიმე დანაშაულისთვის მიესაჯათ. მათ ფრონტზე აკავებენ არა მხოლოდ ფულის, არამედ ამნისტიის დაპირებით. ასე აფინანსებს რუსული სახელმწიფო ტერორს - ეძებს მკვლელებს ციხეებში და ჰპირდება თავისუფლებას, თუ ისინი უკრაინაში იომებენ. მსოფლიოში კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარება, ღირს თუ არა რუსეთის ოფიციალურად ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება? მგონი, არა", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics