13:11 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 09:53:32, 1655 ნახვა

ეკონომიკა
ღარიბაშვილი: ყველა იმ მოხელის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც ბიზნესს ხელოვნურ ბარიერს შეუქმნის

მეტი ხელშეწყობა ბიზნესს და ნაკლები ბიუროკრატია, - ეკონომიკური საბჭოს გუშინდელ სხდომაზე ბიზნესსექტორის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ქვეყანაში დღეს კონკურენტული და გამჭვირვალე ბიზნესგარემოა, ბიზნესი ხელისუფლების ჩარევისგან სრულად თავისუფალია, თუმცა ბიზნესმენებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტი და არაფრისმომცემი ბიუროკრატიის შექმნა დაუშვებელია.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა იმ სახელმწიფო მოხელის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომელიც ბიზნესს ხელოვნურ ბარიერებს შეუქმნის და პრობლემებს დროულად არ მოუგვარებს.

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ასევე  ელექტროენერგეტიკის განვითარების სტრატეგია, ელექტროსისტემის განვითარების გეგმა და ახალი პროექტები განიხილეს, რომელთა ნაწილი თანაინვესტირების ფონდის მონაწილეობით განხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics