11:59 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-13 14:22:09, 916 ნახვა

მსოფლიო
ჭურვის მოხვედრის შედეგად ბელგოროდში მაღალსართულიანი შენობის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა

რუსეთის ფედერაციის ქალაქ ბელგოროდში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. სახლს წინასწარი ინფორმაციით, ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა. მანამდე ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა,  - ნათქვამია ქალაქის მერის ანტონ ივანოვის განცხადებაში.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რაკეტის ნამსხვრევების შედეგად სახლის ნაწილის ჩამონგრევის შესახებ. შემთხვევის ადგილიდან არაერთი კადრი აჩვენებს, რომ სახლის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ქალაქს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და „საჰაერო თავდაცვა მუშაობს“. მისივე თქმით, „ჭურვის აუფეთქებელი ნაწილი 32-ე ლიცეუმის სპორტულ მოედანზე დაეცა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics