11:45 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-11 22:41:02, 1754 ნახვა

ომი უკრაინაში
ორბანი - მშვიდობა და ომის დასრულება მხოლოდ დონალდ ტრამპს შეუძლია

მშვიდობა და ომის დასრულება მხოლოდ ტონლდ ტრამპს შეუძლია. - ამია შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ძალიან შორს წავიდა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა.

"ეს ბაიდენს ძალიან გაურთულებს მშვიდობის დამყარებას. შეიძლება უხეშად ჟღერდეს, თუმცა მშვიდობის იმედი დონალდ ტრამპის სახელს უკავშირდება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ყირიმის ხიდზე თავდასხმის საპასუხოდ რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე საპასუხო იაერიში მიიტანა.

მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო. ამასთან აღსანიშნავია, რომ უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შემოჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 84 რაკეტა ესროლეს. მათგან 56 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის შემდეგ დაიღუპა 19-მდე ადამიანი, ხოლო 105 დაშავდა.

მოგვიანებით, რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა უკრაინის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვა და უკრაინას ახალი დარტყმებით დაემუქრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics