15:51 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-07 16:42:20, 1436 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანმა და პუტინმა უკრაინის ომის დასრულება განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და კრემლის ხელმძღვანელ, ვლადიმერ პუტინს შორის დღეს, სატელეფონო საუბარი შედგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „Anadolu Ajansı“-ი არვცელებს.

გამოცემის ცნობით ლიდერებმა, უკრაინის ომის უახლესი მოვლენები განიხილეს.

„საუბრისას განიხილეს საკითხები, რომლებიც გააუმჯობესებს ურთიერთობებს თურქეთსა და რუსეთს შორის, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის უახლესი მოვლენები“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ერდოღანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მომხრეა.

შეგახსენებთ, რომ ერდოღანისა და პუტინის ბოლო საუბარი 29 სექტემბერს შედგა. მაშინ თურქეთის ლიდერმა პუტინს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაბრუნებისკენ მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics