|
2022-10-05 15:46:52, 1135 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აზარაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა და დიეგო კოლასმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და საერთო პროექტებზე ისაუბრეს. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა, საქართველოში სოციალური კოდექსის შესაქმნელად მიმდინარე სამუშაო პროცესი შეაფასეს და ამ მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სოციალური სისტემების გაძლიერებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამაზე. ჯანდაცვის მინისტრმა და საფრანგეთის ელჩმა, შეხვედრაზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაც განიხილეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)