16:30 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 11:47:20, 774 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ზურაბ აზარაშვილმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ ინფორმაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი, ადმინისტრაციული შენობა ექნება, სადაც  ერთიანი სადისპეტჩერო განთავსდება.  ახალი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის შესაბამისად დაკომპლექტდება და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო ყველა პირობა იქნება შექმნილი. 

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პროცეს, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, ასევე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი გაეცნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics