09:43 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 20:19:11, 1064 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი - მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა

მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა. - ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანმა იენს სტოლტებერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანას შეუძლია შეიტანოს ნატოში განაცხადი და გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.

"ყველა დემოკრატიულ ქვეყანას შეუძლია შეიტანოს ნატოში განაცხადი და გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, ამას მუდმივად ვიმეორებთ, რომ ჩვენი კარი ღია რჩება და ამის დემონსტრირებას ვახდენთ ბოლო წლებია. მადრიდში, სამიტზე შევხვდით და ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რომელი უსაფრთხოების ორგანიზაციის ნაწილი უნდა, რომ იყოს და რა თქმა უნდა შემდეგ ყველა წევრი ქვეყანა უნდა დაეთანხმოს ამას, კონსენსუსს უნდა მივაღწიოთ. ჩვენი ფოკუსი ახლა არის დაუყოვნებლივ მხარდაჭერაზე, უკრაინის დახმარებაზე რუსეთის დაპყრობითი ომის შესაჩერებლად. ძირითადი აქცენტი ამაზე გვაქვს გადატანილი ამ დროისთვის" . - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ განაცხადი შეაქვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics