|
2022-09-26 13:55:54, 1250 ნახვა
მსოფლიო
სამხედრო მოილიზაციის გამო რუსეთიდან გაქცეულები ღამეს ყაზახეთის კინოთეატრში ატარებენ
სამხედრო მოილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსი მამაკაცები ქვეყნიდან გარბიან. ყაზახეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, სულ რაღაც სამ დღეში, 20-დან 23 სექტემბრის ჩათვლით, დასავლეთ ყაზახეთის რეგიონში ცხრა ათასი რუსეთის მოქალაქე ჩავიდა. ხალხი საზღვრის გადაკვეთის გრძელ რიგებში დგას და სასაზღვრო ქალაქებში საცხოვრებელი ადგილის პოვნა თითქმის შეუძლებელია. ყაზახეთში, ურალსკში მდებარე კინოთეატრ CinemaPark-ის ხელმძღვანელობამ რუსები ღამის გასათევად კინოდარბაზში მიიწვია. "ხალხი მართლა შეშინებული იყო, დაბნეული იყო. დაახლოებით საღამოს 23:00-დან ხალხმა დაიწყო მოსვლა, მადლობა გადაუხადა, თქვეს, რომ მთელი დღე დადიოდნენ და ღამისთევა ვერ ნახეს. ერთი დარბაზი გავათავისუფლეთ, ჩაი მოვაწყვეთ, მოხალისეებმა ცხელი მოიტანეს. ასე რომ, ჩვენ შევიკრიბეთ დაახლოებით ოთხი დარბაზი და ეს არის დაახლოებით 200 ადამიანი ", - აცხადებს კინოს დირექტორი. შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას. უცხოური მედიის ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთი 261 000-მა კაცმა დატოვა. ზოგიერთმა მოქალაქემ, რომელიც ექვემდებარება „ნაწილობრივი“ მობილიზაციის კრიტერიუმებს და ცდილობს რუსეთის დატოვებას, საზღვრებზე შეტყობინებების გაცემა დაიწყო, რომლის მიხედვითაც სამხედრო კომისარიატის გადაწყვეტილებით მათ გასვლა ეკრძალებათ.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)