15:54 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 18:23:12, 1141 ნახვა

პოლიტიკა
კალიურანდი - იმედი მაქვს, საქართველოს პოლიტიკოსები მოაგვარებენ დეოლიგარქიზაციის პრობლემას

იმედი მაქვს, რომ საქართველოს პოლიტიკოსები მოაგვარებენ დეოლიგარქიზაციის პრობლემას. - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა თბილისში, საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა..

მისივე თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებას სჭირდება ოპოზიცია, დემოკრატიულ საზოგადოებას სჭირდება სამოქალაქო საზოგადოება და ეს არის გზა რომელიც საქართველოს უკეთესი მომავლის გადაწყვეტისკენ არის მიმართული.

"დემოკრატიულ საზოგადოებას სჭირდება ოპოზიცია, დემოკრატიულ საზოგადოებას სჭირდება სამოქალაქო საზოგადოება და ეს გაძლევთ შანსს, რომ გადაწყვიტოთ ქვეყნის მომავალი. ევროკავშირი ვერ მოაგვარებს საქართველოს პრობლემებს ქართველების მაგივრად. ეს ყველაფერი თქვენს ხელთაა.ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ რჩევები მაგრამ აქ იმისთვის არ ვართ, რომ თქვენი პრობლემები მოვაგვაროთ. მე იმედი მაქვს, რომ თქვენი პოლიტიკოსები მოაგვარებენ ყველა, მათ შორის დეოლიგარქიზაციის პრობლემას, რაც გაწერილია ევროკომისიის რეკომენდაციებში". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics