15:54 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 16:04:21, 989 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - დღეს პუტინმა თვითონ დააჩქარა მისი რეჟიმის დასრულება და რუსეთის დაშლა

დღეს პუტინმა თვითონ დააჩქარა მისი რეჟიმის დასრულება და რუსეთის დაშლა, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებას.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, ამ ნაბიჯით რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ომს აგებს.

"დღეს პუტინმა თვითონ დააჩქარა მისი რეჟიმის დასრულება და რუსეთის დაშლა. მან პრაქტიკულად აღიარა, რომ აგებს ომს და იყენებს ბოლო არგუმენტს - ბირთვულ იარაღს. ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება აუცილებლად პირდაპირ ჩართავს ომში დასავლეთს, ამერიკის მეთაურობით. F35-ით დამომბვის რამდენიმედღიან კამპანიას შეუძლია რუსეთის არმიის სრული განადგურება. მობილიზაციაც ის წითელი ხაზია რუსეთის შიგნით, რომლის გადალახვაც ბოლომდე ძირს უთხრის რეჟიმისადმი მხარდაჭერას", - წერს სააკაშვილი.

მესამე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი წლის ბოლომდე მართვის საადავეებს ჩამოშორდება, ქვეყანაში კი, ქაოსი დაიწყება.

"წლის ბოლომდე პუტინი აღარ იქნება ხელისუფლებაში და რუსეთი იქნება სრულ ქაოსში.
პუტინმა ისევ ხაფანგში შეიყვანა საკუთარი თავი, რომლიდანაც კარგი გამოსავალი არ არსებობს. ბირთვული იარაღის გამოყენებას ასეთ დასუსტებულ პუტინს არავინ შეარჩენს თუნდაც იმის გამო, რომ ჩინეთს არ გაუხსნას ხელები ტაივანთან მიმართებაში", - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ მისი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბრიდან ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics