15:47 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-20 19:05:46, 841 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ძნელია, როდესაც ცალკე თავდამსხმელი გემუქრება აფეთქებით და პოლიციელი, რომელიც უნდა გიცავდეს, აქეთ გეჩხუბება

ძნელია, როდესაც ცალკე თავდამსხმელი გემუქრება აფეთქებით და პოლიციელი, რომელიც უნდა გიცავდეს, აქეთ გეჩხუბება. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მიაივე თქმით, ახლა ყველას საზრუნავიც და საფიქრალიც, ცხადია მძევლების უსაფრთხოებაა.

"ახლა ყველას საზრუნავიც და საფიქრალიც, ცხადია მძევლების უსაფრთხოებაა.
მითუმეტეს, რომ ისინი უჩვეულო სიტუაციაში იმყოფებიან - ძნელია, როდესაც ცალკე თავდამსხმელი გემუქრება აფეთქებით და პოლიციელი, რომელიც უნდა გიცავდეს აქეთ გეჩხუბება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავდასხმა მოხდა.

ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics