16:02 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-19 11:09:19, 1370 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში ეკონომიკა 7.1%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 17 979.4მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.1 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 8.2 პროცენტით. 

2022 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (75.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (18.6 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (27.7 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (10.9 პროცენტი), განათლება (12.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (3.0 პროცენტი).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-12.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-2.7 პროცენტი), მშენებლობა (-3.2 პროცენტი). 

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16.5 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (10.9 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.0 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.3 პროცენტი), მშენებლობა (7.6 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.0 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (4.8 პროცენტი).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics